დაცული
გადახდა
უფასო მიწოდება
100₾ ზევით
კმაყოფილი
ან თანხის დაბრუნება
საჩუქრის შეფუთვის
მომსახურება
დაგვიკავშირდით
დახმარება და კონტაქტი
ხშირად დასმული კითხვები
მიწოდება
დაბრუნება
დახმარება და კონტაქტი
ლოიალობის პროგრამა
ლოიალობის პროგრამა
ლოიალობის პროგრამა
მაღაზიები
იპოვნეთ მაღაზია
მაღაზიები
ჩვენ შესახებ
ვინ ვართ ჩვენ
ჩვენი ვალდებულებები
Yves Rocher-ის ფონდი
ჩვენ შესახებ
წესები და პირობები
წესები და პირობები
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წესები და პირობები
გამოგვყევით
ბოტანიკური სილამაზის შემქმნელი 1959 წლიდან
მცენარეული კოსმეტიკის შემქმნელი ®
Yves Rocher — ინოვაციური და პასუხისმგებლიანი სილამაზის ბრენდია, რომელიც ზრუნავს როგორც კანის, ისე პლანეტის კეთილდღეობაზე. ბრენდი დაარსდა 60 წელზე მეტი ხნის წინ საფრანგეთის ლა გასილის სოფელში და საფუძვლად დაედო ხედვა — ბუნებაზე დაფუძნებული კოსმეტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენი ექსპერტები მუდმივად იკვლევენ მცენარეების ძალას, ქმნიან ექსკლუზიურ ინგრედიენტებს და ავითარებენ ეფექტურ, ინოვაციურ ფორმულებს კანის მაქსიმალური კომფორტისთვის. ყველა პროდუქტი გადის მკაცრ ტესტირებას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. Yves Rocher გთავაზობთ მრავალფეროვან პროდუქციას — ანტიასაკობრივი მოვლა, სახის და სხეულის მოვლა, თმის მოვლა, შხაპის გელები, არომატები და მაკიაჟი, შთაგონებული ბუნების ფერებით. აღმოაჩინეთ Yves Rocher-ის მცენარეული სილამაზის სამყარო და შეიგრძენით ბუნების ძალა ყოველდღიურ მოვლაში.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს წესები ვებგვერდის გამოყენებამდე
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და შპს "შპს ფლორეალი"-ს (შემდგომში - Yves Rocher, მერჩანტის დასახელება: Yves Rocher / ივ როშე, საიდენტიფიკაციო კოდი: 216338611) შორის და არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის Yves-Rocher.ge (შემდეგში - ვებ-გვერდი) გამოყენებისას წარმოშობილ ურთიერთობებს. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც Yves Rocher თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს ვებ-გვერდის მეშვეობით, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. Yves-Rocher.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით Yves Rocher-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას. ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, გახსნას ივ როშე-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, შესაბამისად, მომხმარებელმა პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს შეთავაზებული პროდუქცია, Yves Rocher და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, Yves-Rocher.ge-ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა, ასევე ანგარიშის დახურვა. გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს. ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. Yves Rocherს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
მომხმარებლის მიერ ივ როშე-ს მომსახურებებით სარგებლობის წესი:
მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. Yves Rocher სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს Yves-Rocher.ge-ს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით. პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას Yves-Rocher.ge-ს ინტერესები და აუნაზღაუროს Yves-Rocher.ge-ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. Yves-Rocher.ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. Yves-Rocher.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
ავტორიზაციის მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით. მომხმარებელი "დასტურის" ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
Yves-Rocher.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან. იმ შემთხვევაში, თუ Yves Rocher განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Yves-Rocher.ge პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
Yves Rocher აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ ფლობს ყველა ლიცენზიას, ნებართვას, სერთიფიკატს, პასუხისმგებლობის დაზღვევას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციისათვის; პროდუქტის რეალიზაციისას დაიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და პროფესიული ეთიკის შესაბამის ნორმებს; პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოებისა და ვარგისიანობის სტანდარტებს.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა Yves Rocher-ის ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით. Yves Rocher უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას/პროდუქციის მიყიდვას/მიწოდებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. Yves Rocher არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან/პროდუქციასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) Yves Rocherს პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიები, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება/პროდუქცია იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
Yves Rocher პასუხისმგებელია:
Yves Rocher პასუხისმგებელი არ არის: მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით.
წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე. მომხმარებელის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად Yves Rocherსთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას.
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეთა მიერ, პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება Yves Rocherს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა Yves-Rocher.ge ნებისმიერი არხით სარგებლობისას.
წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - Yves-Rocher.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას. კონფიდენციალურობის პოლიტიკა -ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით Yves-Rocher.ge-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც Yves-Rocher.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.
მომხმარებელი Yves-Rocher.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ივ როშე-ს ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - Yves-Rocher.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას. ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა ეხება თქვენს მიერ შეძენილი ნივთის დაბრუნების ან შეცვლის სურვილის შემთხვევაში ნივთის დაბრუნების/შეცვლის წესებსა და პირობებს.
წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია Yves Rocherს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც Yves Rocher მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე. Yves Rocherს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს Yves Rocherს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, Yves Rocherს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მომხმარებელი, Yves Rocher-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია Yves Rocher-ს იურიდიული მისამართი. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ დაცვის მექანიზმებს, რომლებიც მოქმედებს **www.yves-rocher.ge**–ზე. კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას, მათ შორის იმ ინფორმაციას, რომელსაც იღებს მომსახურების გაწევის პროცესში, და ამ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობისა და პირდაპირი მარკეტინგის წესების ფარგლებში. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია გაცნობოთ: ✔ როგორ ხდება თქვენი მონაცემების დამუშავება; ✔ რა პრინციპებით ვმუშაობთ; ✔ რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები გაქვთ.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება. ჩვენ, Yves Rocher Georgia / შპს "ფლორეალი", გპირდებით, რომ: 🔹 ვიზრუნებთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე; 🔹 არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად; 🔹 ნებისმიერ დროს მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ.
როგორ გიცავთ კანონი. თქვენი მონაცემები დაცულია საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია: რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ; მონაცემთა დამუშავების მიზანი; სამართლებრივი საფუძველი; წყარო, საიდანაც მოხდა მოპოვება; ვის გადაეცა თქვენი მონაცემები; რა მიზნებისთვის მოხდა გადაცემა. ასევე გაქვთ უფლება: ✔ მოითხოვოთ მონაცემების ასლი; ✔ მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არაზუსტი/არასრულია ან დამუშავდა კანონის დარღვევით.